Euro Service

Тбилиси
www.euroservice.ge
Сферы деятельности

Электроника, приборостроение, бытовая техника, компьютеры и оргтехника

Euro Service

ჩვენს შესახებ
ყოველი მომხმარებელი - ჩვენი მეგობარია, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობრულ ურთიერთობას

1989 წელს ჩვენს გუნდს პირველად მიეცა საშუალება დაგვეწყო დამოუკიდებელი მუშაობა და გამოგვეყენებინა წლების განმავლობაში, იმ დროს კიდევ საბჭოთა საქართველოს წამყვან ქარხნებში შეძენილი პრაქტიკული, თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. 2013 წლიდან მოყოლებული ტექნიკოსთა გუნდი კომპანია Cross Sales Group-ის შემადგენლობაში წარმატებით ახორციელებს უამრავ ტექნიკურ პროექტს რითეილში, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. ტექნიკური მიმართულების უფრო სწრაფი და ხარისხიანი განვითარების მიზნით, 2019 წლის მიწურულს მივიღეთ გადაწყვეტილება ტექნიკური გუნდის ცალკე, დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბების შესახებ. 2020 წლიდან კომპანია ევროსერვისს შემოემატა 3 ახალი მიმართულება: პოსტ საგარანტიო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება-მონტაჟი, საგარანტიო და პოსტ საგარანტიო ხელსაწყოების და საბაღე ტექნიკის (ელექტრო და ბენზო ინსტრუმენტების) შეკეთება, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.

ჩვენ ვფარავთ სარემონტო სამუშაოების სრულ სპექტრს ელექტრონული დიაგნოსტიკით დაწყებული და ტექნიკისა ან ინსტრუმენტის ნებისმიერი ნაწილის შეცვლამდე. თქვენ ყოველთვის მიიღებთ გარანტირებულად ხარისხიან მომსახურებას ჩვენი პროფესიონალებისაგან და ყოველთვის იქნებით დარწმუნებულები თქვენი ტექნიკის სანდოობაში. კომპლექსურ სამუშაოებში მონაწილეობს რამოდენიმე სპეციალისტი და თითოეული პასუხისმგებელია სამუშაოს თავის ნაწილზე.
ვიწრო პროფილის სპეციალისტები ამაღლებენ სერვისის შრომაუნარიანობას და შესრულებული სამუშაოების ხარისხს. ტექნიკის მომსახურება დაორგანიზებულია მწარმოებლის მოთხოვნების მიხედვით, ხოლო სერვისის აღჭურვილობა პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას.

ჩვენთან შეგიძლიათ შეაკეთოთ: Makita, Crown, Metabo, Raider, Scheppach, Lavor, Al-Ko, Dewalt, Ingko, Bosch, Stihl, Omax, Kaercher, AEG

ჩვენ ასევე გთავაზობთ საბაღე ტექნიკის სეზონურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს

euroservice.ge

FB + Insta + Youtube

Компания не разместила информацию об открытых вакансиях.